კოტე (კონსტანტინე)
ხიმშიაშვილი
მწერალი
1917—1942
|
დაიბადა 1917 წელს ქლაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში.
სკოლა დაამთავრა კოჯორში, თბილისის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა 1920-იან წლებში.
1931 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სასკოლო ასაკიდან დაიწყო მოთხრობების გამოქვეყნება, რომლებმაც დიდი ინტერესითა და იმედით აღავსო კრიტიკოსები.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შევიდა ასპირანტურაში და გააგრძელა აქტიური ლიტერატურული საქმიანობა. ჩაბმული იყო ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების არაოფიციალურ წრეების მუშაობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მეორე მსოფლიო ომის დროს კოტე ხიმშიაშვილი გაიწვიეს საბჭოთა წითელ არმიაში. მსახურობდა კიროვაბადში (ახლანდელი განჯა, აზერბაიჯანი) 83-ე მსროლელთა პოლკში.
1942 წლის 1 თებერვალს საქართველოს სსრ შინსახკომმა დააპატიმრა კოტე ხიმშიაშვილი, რომელიც მაშინ 35-ე საერეზერვო მსროლელი პოლკის უმცროსი ლეიტენენტი იყო.
ამ დროისათვის შინსახკომი გამალებული ნადირობდა წითელი არმიის ახალგაზრდა ოფიცრებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტებდა და პროფესორებზე; ამტიცებდა, რომ ისინი ქმნიდნენ ანტისაბჭოთა ფაშისტურ ორგანიზაციებს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად და ნაცისტური გერმანიის ხელშესაწყობად.
გამოძიების საბრალდებო დასკვნაში მითითებულია:
“...საბჭოთა წითელი არმიის ხანმოკლე უკანდახევისას, მეტადრე მაშინ, როცა გერმანელ ფაშისტთა არმია მოსკოვს მიუახლოვდა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტთა ამ ჯგუფმა, რომლებიც იმედს ამყარებს ფაშისტური გერმანიის გამარჯვებაზე, განმსჭვალული იყო რა კონტრრევოლუციური კაპიტულანტური განწყობებით, აქტიურად შეუდგა ფაშისტური მეამბოხე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის დაკომპლექტებას თავიანთი პოლკების საშუალო სამეთაურო შემოანგენლობის შორის და ასევე ნაცნობ-მეგობარ მოქალაქეთა ჯგუფებში...”
1942 წლის 20 სექტემბერს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა კოტე ხიმშიაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. დახვრიტეს 1942 წლის 18 ოქტომბერს.
კოტე ხიმშიაშვილის რეაბილიტირებულია 1975 წელს.
საქართველოს სსრ ყოფილი КГБ-ს არქივში დაცულია მოქალაქეთა ჯგუფის, მათ შორის, კოტე ხიმშიაშვილის სისხლის სამართლის საქმე - N421549 – 20 ტომი. საქმის ძირითადი ნაწილი 1991 წელს გადაეცა ქართული ლიტერატურის მუზეუმს და შემდგომ დაიკარგა. გადარჩენილ ტომებში დაცულია სისხლის სამართლის პროცესზე საზედამხედველო წარმოების მასალები, შინსახკომის ჯარების ტრიბუნალის სხდომის მასალები, მსხვერპლთა პირადი დოკუმენტები, შინსახკომის პატიმრების სარეგისტრაციო ფოტოები და მიმოწერა მსხვერპლთა ჯგუფის რეაბილიტაციის შესახებ. კოტე ხიმშიაშვილის, როგორც იატაქვეშა სამხედრო კონსპირაციული ორგანიზაციის შექნაში ეჭვიმიტანილის შესახებ არსებული მასალები ფოკუსირებულია მის “ანტსაბჭოთა საქმიანობაზე” არმიაში და მის ურთიერთობებზე სხვა ეჭმიტანილებთან. მისი ლიტერატურული საქმიანობა საქმეში დაცულ დოკუმენტაციაში არ ფიგურირებს.
კოტე ხიმშიაშვილის შესახებ არსებული КГБ-ს დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრულ არქივში.