ხელოვანები КГБ/StB-ს დოკუმენტებში:

უკრაინია

ჩეხეთი

საქართველო

ua
en
cz

მათ ცხოვრება XX საუკუნეში მოუხდათ, კომუნისტური უტოპიის მშენებლობის წინასწარვე განწირული მცდელობის დროს, უკრაინაში, საქართველოში, ჩეხეთსა თუ სხვა ქვეყნებში.

მათ ყველას განსხვავებული კულტურული ფონი და კონტექსტი ჰქონდათ. ბევრი მათგანი ერთმანეთს არ იცნობდა, მაგრამ უმრავლესობას წინააღმდეგობის, თანამშრომლობისა თუ რეპრესიის მსგავსი ისტორიები აქვთ.

უკრაინელ და ქართველ ავანგარდისტებს ახლო კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ეს გარემო 1930-იანი წლების წმენდამ და რეპრესიებმა გააქრო და დაამსხვრია. ამ ათწლეულის ბოლოს, საბჭოთა უშიშროების სამსახურები თვალს ადევნებდნენ, თუ როგორ ცდილობდნენ გადარჩენილი ხელოვანები, გაერკვიათ, ვინმე ხომ არ გადაურჩა რეპრესიებს სხვა რესპუბლიკებში, ნაცნობებიდან. მაგალითად, უკრაინელი კინორეჟისორი ოლექსანდრ დოვჟენკო ეძებდა ცნობებს ქართველი კოლეგების შესახებ, მათ შორის ჟანგო ღოღობერიძეზე, რომელიც უკვე დახვრეტილი იყო. ფალსიფიცირებულ საგამოძიებო საქმეებში ქართველ ავანგარდისტებს უკრაინელ “ბურჟუაზიულ-ნაციონალისტ” პოლიტიკოსებსა და ხელოვანებთან კავშირში სდებდნენ ბრალს, მაგალითად - ვოლოდიმირ ვინიჩენკოსთან.

ჩეხმა ხელოვანებმაც მოგვიანებით განიცადეს ცენზურის ზეწოლა, როდესაც კომუნისტურმა პარტიამ საბჭოთა კავშირის დახმარებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალაუფლების უზურპაცია შეძლო. მართალია, მათ 1930-იანი წლების წმენდა არ გამოუცდიათ, მაგრამ კარგად იგემეს, რას ნიშნავს დანგრეული კარიერა, აბსურდული ბრალდებები, მუდმივი თვალთვალი და ფიზიკური ზეწოლა. თუმცა, ამავდროულად, მათ შეძლეს ყოფილიყვნენ დემოკრატიული ტრანსფორმაციის ტალღის ნაწილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ეს ციფრული გამოფენა მხატვრების, კინორეჟისორების, მსახიობების, მუსიკოსებისა და მწერლების ისტორიებია. ისინი ყველანი სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ ცენზურისა და რეპრესიის წინააღმდეგ, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ყველა მათგანი ადამიანი იყო - თავისი სისუსტეებით, შიშებითა და შეცდომებით.

ზოგიერთი იძულებული გახადეს, ეთანამშრომლათ სპეცსამსახურებთან, მაგრამ მათ შეძლეს გაეცურებინათ ისინი, როგორც უკრაინელმა იუმორისტმა მწერალმა ოსტაპ ვიშნიამ. ზოგიერთი საკუთარი ნებით დაუკავშირდა უშიშროებას, მაგრამ მხოლოდ კეთილშობილი მზვერავის როლით არ დაკმაყოფილებულა, როგორც, მაგალითად, უკრაინელი მხატვარი - მიკოლა ჰლუშჩენკო. ზოგიერთმა მხოლოდ ერთხელ, ახალგაზრდობაში დაუშვა ეს შეცდომა, მაგრამ მისი შედეგები დღემდე შეგვახსენებენ თავს, როგორც ეს ჩეხ მწერალს - მილან კუნდერას დაემართა. ზოგიერთი გატყდა, ზოგიერთს - მეორე შანსი მიეცა, როგორც მწერალსა და საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას.

ეს პროექტი და გამოფენა კომუნისტური სპეცსამსახურების საარქივო დოკუმენტაციას ეფუძნება. ჩვენ შევეცადეთ, ჩაგვეხედა რეალობის “მეორე მხარეს” და გვეჩვენებინა, როგორ შეცვალა ჩეკისტურმა ბიუროკრატიამ ცალკეული ადამიანების ცხოვრება თუ ქვეყნების კულტურული ლანდშაფტი. გვეჩვენებინა, რას წერდნენ ჩეკისტები ოპერატიული მასალებში, რა ინფორმაციის ამოღებას ცდილობდნენ და როგორ უკვეთავდნენ კრიტიკულ წერილებს მათზე, ვისი დაპატიმრებაც სურდათ.

სამწუხაროდ, ხელოვანებზე არსებული ყველა საქმე ვერ გადარჩა. მაგალითისთვის, უკრაინულ არქივში მხოლოდ ნახსენებია, რომ სერგო ფარაჯანოვზე საქმე იყო აღძრული “პარაზიტობის” მუხლით.

ჩეხური არქივები ღიაა და მასალების უმეტესობა გაციფრებულია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მასალა დასამუშავებელი და საკვლევია.

კომუნისტური საიდუმლო სამსახურების საარქივო დოკუმენტები ხელოვანების შესახებ, რომელთა ბიოგრაფიები წარმოდგენილია ამ ციფრულ გამოფენაში, შეგიძლიათ ნახოთ და თავისუფლად გადმოწეროთ უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრული არქივის ვებგვერდიდან.

ივანე ბაბუაძე
Mykola Hlushchenko
ივანე (ჟანგო) ღოღობერიძე
Green International
კოტე (კონსტანტინე) მიქაბერიძე
Václav Havel
კოტე (კონსტანტინე) ხიმშიაშვილი
Pavlo Hubenko (Ostap Vyshnya)
Valerian Pidmohylnyi
Marta Kubišová
The Plastic People of the Universe
Sergiy Paradzhanov
Opanas Zalyvakha
Oleksandr Dovzhenko
Vlastimil Třešňák
დავით ქარცივაძე
Stefaniya Shabatura
Vasyl Stus
Pavel Kohout
Milan Kundera
რომანს სუტა
ზვიად გამსახურდია
Oldřich Kulhánek
გივი ბარამიძე
Les (Oleksandr) Kurbas
Jiřina Štěpničková
პეტრე ბაგრატიონ–გრუზინსკი
Mykhailo Boychuk
მიხეილ ჯავახიშვილი
Vlasta Chramostová

უკრაინა ჩეხეთი საქართველო

მხატვრობა მუსიკა ლიტერატურა თეატრი კინო